“ჩემი კარი ღიაა, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან”

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებიან, დასანანი უწოდა. მან ხაზი იმასაც გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი სათათბიროდ ღიაა.

„მე დღეს როგორც ვხედავ, არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ეს დასანანია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როცა საუბარია რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე ყოველთვის მზად ვარ – ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება იმისა, რომ შეძლეს განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკოსებმა 5 საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული. ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი, მგონი ამაზე ყველა თანხმდება – კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და ამაზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები