ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნება – მრეწველების“ სამუშაო შეხვედრაზე ქალაქგეგმარებაში უსაფრთხოების საკითხების შესახებ იმსჯელეს. ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული „ქალაქგეგმარების გენერალური გეგმა“ გააცნო ფრაქციის წევრებს არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ, მან თბილისის მდგრადი განვითარების კონცეფცია წარმოადგინა და იმ დეტალებზე ისაუბრა რაც დედაქალაქის სივრცითი განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის არის აუცილებელი. პროექტის კოორდინატორმა გოგი აბაშიძემ ქალაქგეგმარებაში სამშენებლო შეზღუდვების თაობაზე ისაუბრა, რასაც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ექსპერტ-ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ ქალაქის კომპლექსური უსაფრთხოების კონცეფციასა და მის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასა და გეგმის ავტორებს პარლამენტის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
მისი თქმით, „გამართლებული იქნება თუ ამ გეგმის პრეზენტაცია სხვადასხვა ჯგუფებთან გაიმართება, მათ შორის სამეცნიერო და სასწავლო დაქწესებულებებში, სამინისტროებში. მას უნდა გაეცნოს მოსახლეობაც, ამით ისინი დარწმუნდებიან, რომ ზოგჯერ ესა თუ ის შეზღუდვები და ცვლილებები ქალაქის შემდგომი სრულყოფილი განვითარებისთვის არის საჭირო. საზოგადოებაში დამატებითი განათლების შეტანა სტიმულის მომცემი იქნება წარმოდგენილი გეგმის განხორციელებისათვის“, განაცხადა სიმონ ნოზაძემ. მომხსენებლებმა ფრაქციის წევრთა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები