არჩილ თალაკვაძე: კალაძის გამარჯვების შემდეგ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის გაგრძელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამა გაგრძელდება.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის მომავალში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის ძალისხმევით, საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს.
“ჩვენი გუნდის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ძალისხმევით, საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა. კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები