თამარ ხულორდავა რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

29-30 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა მონაწილეობას მიიღებს ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის და ლატვიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციაზე, სადაც რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებსა და ტენდენციებზე იმსჯელებენ, მიწვეულნი არიან ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მინისტრები, ჟურნალისტები, დიპლომატები და ბიზნეს ლიდერები.
წლევანდელ კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ევროპის მომავალზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ნატოს როლზე, ისევე, როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მზარდ პოპულარობაზე.
კონფერენციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით მოხსენებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წარსდგება. დაგეგმილია თამარ ხულორდავას ორმხირივი შეხვედრები ლატვიელ და ფინელ კოლეგებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები