28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

„ცოფის პრევენციის მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო“, – ამის შესახებ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ექსპერტებმა განაცხადეს. დღეს, 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი ცოფთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს შეეხო. „ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება.
2014 წელს, მთავრობის დადგენილებით, ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო. ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაურ ცხოველებს, ასევე მსხვილფეხა პირუტყვს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათივე ცნობით, ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, ბოლო წლებში კი დაავადების შემთხვევები შემცირებულია.
„საქართველოში წლების მანძილზე ადამიანთა ცოფით დაავადება მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. საქართველოში ადამიანთა ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანი იმსხვერპლა.
მიზეზი გასული საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში მოხეტიალე ცხოველთა დიდი რაოდენობა იყო“, – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდგომი შემთხვევების 100 პროცენტით ლეტალურად მთავრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები