GGF პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უცხოელი ექსპერტები ეწვივნენ

GGF–ის (Good Governance Fund) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ფრაისვოთერჰაუსკუპერსის (PwC) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სერგი კობახიძე და უცხოელი ექსპერტები ესტუმრნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადის რეფორმის საკითხებს, ინფორმაციის ეფექტური ანალიზის გზების ძიებას, მათ შორის, ფინანსური ანგარიშებისა და სპეციფიკური საგადასახადო რისკების შეფასების საშუალებების განვითარებასა და იმპლემენტაციას.
ამასთან, მხარეებმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები