ვახტანგ ძაბირაძე: „ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას​ მოიპოვებს

ერთპარტიული თვითმმართველობები არ გვექნება, მაგრამ წარმატება მმართველი გუნდის მხარეს იქნება, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. ძაბირაძე თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ პროგნოზს აკეთებს და მიაჩნია, რომ თბილისში კახა კალაძე მეორე ტურის შემდეგ მოიპოვებს გამარჯვებას. „ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტში მოიპოვებს გამარჯვებას.
მე ვვარაუდობ, რომ ამ არჩევნებზე ხალხი ნაკლებად მივა. ამიტომ იქნება მეორე ტურები, მეორე ტურში თბილისში კი კახა კალაძე გაიმარჯვებს. მე მეორე ტურს ვვარაუდობდი კალაძესა და ელისაშვილს შორის, თუმცა შეინიშნება რაღაც კორექტივები, რადგან გააქტიურებულია მელიას ფრთაც საკმაოდ, ამიტომ მიჭირს პროგნოზის გაკეთება თუ ვინ იქნება მეორე ტურში კალაძის კონკურენტი”, -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები