ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ლოგიკური იქნება

ოპოზიციის და პრეზიდენტის 5 პუნქტიან გეგმას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. ძაბირაძე თვლის, ხელისუფლება ოპოზიციის 5 პუნქტიან გეგმას, სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესის დროს გაითვალისწინებდა. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. „პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ლოგიკური იქნება.
პრეზიდენტი იმ შენიშვნებით რაც შეთანხმებულია ოპოზიციასთან დააბრუნებს პარლამენტში განსახილველად. როცა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ეს გეგმა შეიმუშავა უნდა სცოდნოდათ, რომ ამას ხელისუფლება არ გაითვალისწინებდა. ხელისუფლებას თუ ჰქონდა ამის გათვალისწინების სურვილი კონსტიტუციის შემუშავების დროს გაითვალისწინებდა.
დღეს ის, რასაც ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს მიუღებელია ოპოზიციისთვის და ოპოზიცია რომ ამაზე დათანხმდეს იქნება პოლიტიკურად წამგებიანი”, -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები