ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან

ჩვენ გამოგვეხმაურა უკვე ორი კანდიდატი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და „ევროპული საქართველოდან”, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ეთნიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა განაცხადა. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მერობის კანდიდატებს ქალაქის მენეჯმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაუზიარებენ.
მირზოევის განცხადებით, მათ ასევე აქვთ პროექტი, რომელსაც მერობის კანდიდატებს წარუდგენენ. „ჩვენ შევხდებით თბილისი მერობის კანდიდატებს. ორმა პარტიამ უკვე გამოთქვა ამ შეხვედრაზე მონაწილეობის სურვილი, ჩვენ მათთან ერთად განვიხილავთ თბილისის მენეჯმენტის საკითხს, ჩვენ მომდევნო წლებში თითოეულ დანაპირებს გავუწევთ მონიტორინგს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მხრიდან სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე წარვადგენთ ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს.
მერობის კანდიდატები 19 დიასპორის ლიდერებს შეხვდებიან, ჩვენ ვასრულებთ მედიატორის როლს. უახლოეს მომავალში გვაქვს სურვილი შევხვდეთ ყველა კანდიდატს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც მმართველი გუნდის, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ესახება თითოეულ კანდიდატს ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობის განვითარებას. ჩვენ ასევე წარვადგენთ პროექტს „ეროვნებათა სახელი”.
გვაინტერესებს, როგორ ესახებათ აღნიშნული პროექტის განვითარება”, -განაცხადა აგიტ მირზოევმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები