მიხეილ ჯანელიძე: პრემიერმა კანცლერთან შეხვედრაზე ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე ისაუბრა
,,ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა, ასევე შეხვედრის დრო, მოგეხსენებათ გერმანიაში ახლა ხანს გაიმართა არჩევნები და პრემიერ მინისტრს ჰქონდა საშუალება პირადად მიელოცა კანცლერისთვის მისი პარტიის გამარჯვება ამ არჩევნებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართვეო-გერმანიის ურთიერთობებისთვის და ასევე, ევროპისთვისაც“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქართულლი დელეგაცია შეხვედრაზე შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელმაც შექმნა განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები უცხოური ინვესტიციების და ბიზნესისთვის. პრემიერმა ასევე ისაუბრა ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე. ყველა ამ ნაბიჯმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანაში შექმნა განსაკუთრებული პირობები და შესაძლებლობები გერმანული ბიზნესისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება ხელშესახები სარგებლის მომტანი ორივე ქვეყნისთვის. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად, გერმანიასთან საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო კავშირების განვითარება, ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთე მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები. საქართველოს როლი როგორც რეგიონში ასევე, გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. „მნიშვნელოვანია საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. გერმანულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა ამ საკითხში საქართველოს, ქართველი სამხედროების როლს. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, ასევე საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და პროვოკაციებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მტკიცე პოლიტიკას რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის დროს შევეხეთ დღის წესრიგში მდგარ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე აქტიურად ვითარდება“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.