მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო

პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების „თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ახალი ამბავი არ არის, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისათვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნით ყველაფერს წერტილი დაუსვა, როცა თქვა, რომ კონსტიტუციური რეფორმა არის პროგრესული და ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
”პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო. პოლიტიკური ოპონენტები დღეს მთავარ საკითხად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყენებენ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო კომისია მაშინ დატოვეს, როცა შემუშავებული პროექტით პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის იყო გათვალისწინებული. ამას პოლიტიკური აფიორა ჰქვია. დღეს იგივე კურსს აგრძელებენ და ცდილობენ საკონსტიტუციო რეფორმას ჩრდილი მიაყენონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები