206-ე ბაღის დირექტორი: ბავშვი იყო ინკლუზიური და ყოველდღე ცდილობდა გადმოხტომას, დღეს დააგვირგვინა

ზემო ფონიჭალაში მდებარე ბაგა–ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე აცხადებს, რომ 3 წლის გოგონა, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა ინკლუზიური ბავშვი იყო.
„ბავშვი იყო ინკლუზიური და ყოველდღე ცდილობდა გადმოხტომას. დღეს დააგვირგვინა”, – განაცხადა დირექტორმა „კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, „ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადარჩა”.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები