როგორია ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ზემო ფონიჭალის ბაგა-ბაღში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელი, თუმცა რთულია. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა ბესარიონ ყავლაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ბავშვს ტრავმები სახისა და თავის არეში აქვს მიღებული, ასევე მარჯვენა ფილტვი აქვს დაზიანებული, რომელზეც დრენაჟი გაუკეთდა.
„ბავშვი დაკვირვების მიზნით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა ექიმმა.
დღეს დილის საათებში 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები