საქართველოს სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები