კახეთში მამაკაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ახალგაზრდა დაჭრა. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები