ეკა ლალიაშვილი: ჰაერის დაბინძურების დონე ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია სიმსივნის გავრცელებასთან

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ავტომობილები, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკური დათვალიერება გავლილი, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა განაცხადა. ლალიაშვილი საგზაო უსაფრთხოების გამოსწორების ერთ-ერთ მთავარ გზად ავტომანქანების ტექ- დათვალიერებას თვლის. ლალიაშვილი თვლის, რომ რეგულაციების ძალაში შესვლა არარეალურია. ლალიაშვილი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრას ითხოვს.
„აუცილებელია საგზაო რეგულაციების კანონი დროულად ამოქმედდეს. ჰაერის დაბინძურების დონე ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია სიმსივნის გავრცელებასთან, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და გამოვასწოროთ ჰაერის ხარისხი. მძღოლებისთვის ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. აუცილებელია, ყველა ავტომანქანამ გაიაროს ტექდათვალიერება, ჩვენი ავტოპარკის 90% არის 10 წელს გადაცილებული, ყოველ 5 წელში კატალიზატორებს, სჭირდებათ გამოცვლა და განახლება. ჩვენს ქვეყანაში არ არის საწვავის ხარისხი იმ დონის რაც უნდა იყოს, არ ხდება საწვავის წვა სათანადოდ, რის გამოც, გამოიყოფა მავნე გამონაბოლქვი. საჭიროა, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლება შეხვდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ეკატერინე ლალიაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე აზრით, მარტო რეგულაციების შემოღება პრობლემას არ მოაგვარებს, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, საჭიროა კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე.
ან, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და გამოვასწოროთ ჰაერის ხარისხი. მძღოლებისთვის ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. აუცილებელია, ყველა ავტომანქანამ გაიაროს ტექდათვალიერება, ჩვენი ავტოპარკის 90% არის 10 წელს გადაცილებული, ყოველ 5 წელში ავტომანქანებს სჭირდებათ გამოცვლა და განახლება. ჩვენს ქვეყანაში არ არის საწვავის ხარისხი იმ დონის რაც უნდა იყოს, არ ხდება საწვავის წვა სათანადოდ, რის გამოც, გამოიყოფა მავნე გამონაბოლქვი. საჭიროა, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლება შეხვდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ეკატერინე ლალიაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე აზრით, მარტო რეგულაციების შემოღება პრობლემას არ მოაგვარებს, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, საჭიროა კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები