თელავის გამგებლის წარმომადგენლის დაკავების თაობაზე საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფელ ქვემო ხოდაშენში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ – ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 1000 ლარი აიღო. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება – მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ – ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 1000 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე ვადით“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები