„იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“- რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო აქცია გაიმართა

0

„იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ – საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობდნენ.
ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი. 22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული სერვისებით უკვე 265 472-მა მოქალაქემ ისარგებლა.
“ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ”, -აცხადებენ ცესკოში. საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

კომენტარები

კომენტარი