ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ინციდენტი მოხდა – რას აცხადებენ ცესკოში?

ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია.
მათივე ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
„ქ.ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლისსია). შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. ზემო აღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს“,-აცხადებენ ცესკოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები