სამებაში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს

სამების საკათედრო ტაძარში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს.
ნაწილები სამებაში ეროვნული მუზეუმიდან გადაიტანეს. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხვალამდე სიწმინდე სამების საკათედრო ტაძარში მოილოცონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. 25 სექტემბერს სპეციალურად წმინდა ქეთევანობის დღესასწაულისთვის, წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ.
წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები დროებით, ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს. როგორც ცნობილია, წმინდა ნაწილები საქართველოშ 6 თვე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები