„შენების მოძრაობამ” ჩოხატაურის მერობის კანდიდატად გოჩა მეგრელიშვილი წარადგინა

„შენების მოძრაობის” ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით ჩოხატაურში, გოჩა მეგრელიშვილი იბრძოლებს.
ლიდერებმა, შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს და საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს. „ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობის სწორად წარმართვის დრო მოვიდა. გოჩა მეგრელიშვილი არის შეუპოვარი და უმართავი ადამიანი, ამიტომ ვიღაცებს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპების გამო არიან უმართავები.
ჩვენ არ გჭირდება მორჩილი ადამიანები, რომლებსაც თითს დაუქნევენ თბილისიდან და ასე გააკეთებენ საქმეს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, „შენების მოძრაობის” გუნდთან ერთად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეკრებილ მოსახლეობას გოჩა მეგრელიშვილმა მიმართა. „ჩოხატაურში დავიბადე და გავიზარდე, კარგად ვიცნობ ყველა პრობლემას. გათავისებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გადაწყვეტილებას ახლავს თან. მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, რათა ერთად გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც ჩოხატაურს აქვს.
მე ვიცი იმ ხალხის განწყობა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, ვიცი რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. მე თქვენ მჭირდებით თქვენი ნდობით, მე კი ჩემი შემართებით და შეუპოვრობით, მზად ვარ გადავლახო ის პრობლემები, რაც ყველას გვაწუხებს”, – განაცხადა ჩოხატაურის მერობის კანდიდატმა, გოჩა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები