ილია მეორე – იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, საქართველოს გამთლიანების სიმბოლოდ მოიხსენია. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხალხი დიდი მოწიწებით მიესალმება სამშობლოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის დაბრუნებას.
“იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო, დამშვიდდება საქართველოს ეკლესია. იმედია, რომ ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი. გიხაროდეს ფრიად მშვენიერო, მოწამეთა შორის, გიხაროდეს ქეთევან დედოფალო, ბრწინვალეო გვირგვინოსანთა შორის!” – განაცხადა პატრიარქმა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს ინდოეთში საქართველოს ელჩმა, ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ და სხვა პირებმა. წმინდა ნაწილს პატრიარქთან ერთად მღვდელმთავრები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები და მრევლი დახვდნენ. აეროპორტში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს პატრიარქმა მიმართა, რომ წმინდა ნაწილის წინაშე დაეჩოქათ. შესრულდა პარაკლისი, რის შემდეგაც წმინდა ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადააბრძანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები