ზაზა ხატიაშვილი მემკვიდრეს ასახელებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი24 სექტემბერს, მის მიერ დასახელებული ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას აანონსებს და ასოციაციის წევრებს პრეზენტაციაზე იწვევს.
ამის შესახებ განცხადება ხატიაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის თქმით დეკემბრის არჩევნების შემდეგ საერთოდ დატოვებს ასოციაციას და მისი წევრიც აღარ იქნება .
“არ ვრჩები არცერთ თანამდებობაზე ვიქნები პროფესიაში ადვოკატის რანგში, ბოლო დღეების სასამართლო სხდომები მესიზმრება, მომენატრა საადვოკატო საქმიანობა, რომელიც არის ჩემი ცხოვრება.
ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადვოკატთა ასოციაციის სწორი განვითარება, ადვოკატის უფლებების დაცვა, რისთვისაც ვიბრძოლებ ადვოკატის რანგში.
ადვოკატთა კორპუსი არ დაუშვებს ტავის წევრებზე ძალადობას, რაშიც უნდა ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი” -ნათქვამია, ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები 2 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები