წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დახვდა.
მანამდე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება. სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს, სადაც 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.
25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემებრს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები