ზურაბ ალავიძე: დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება

„დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვებ“ , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი ართულებს, რადგან ხშირად იცვლის მიმართულებას. „მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს.
პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან – აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუკი რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, – განუცხადა ალავიძემ ტელეკომპანია „იმედს“. მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან ვერტმფრენი გზაშია. ის თბილისში 18:00 საათისთვის იქნება, თუმცა დღეს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვას ვერ მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები