ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ლექცია – სემინარების ციკლს იწყებს

ამერიკის საელჩო თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ ლექციებისა და სემინარების ციკლს მუზეუმების მენეჯმენტში, რომლებსაც მსფლიოში ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები გამრთავენ. როგორც „კვირას“ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმიდან აცნობეს, ღონისძიება 29 სექტემბერს დაიწყება და 13 ოქტომბრამდე გასტანს.
მუზეუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეწვევა ნიუ იორკის მეტრეოპოლიტენ მუზეუმის საპატიო დირექტორი, ლეგენდარული საზოგადო მოღვაწე, მრავალი საპატიო ჯილდოს მფლობელი ნიუ იორკის “ცოცხალ ღირშესანიშნაობად” აღიარებული ფილიპ დე მონტებელო. ფილიპ დე მონტებელო, 31 წელი ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ მეტროპოლიტენ მუზეუმს და მისი იქ მოღვაწეობა ოქროს ხანად არის მიჩნეული.
მონტებელო ქართველი აუდიტორისთვის გამართავს საჯარო ლექციას, ასევე ჩაატარებს ორ სემინარს მუზუემის თანამშრომლებისა და უნვერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის. ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნიუ იორკის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი, ისლამჯური ხელონვების ცნობილი მკვლევარი, ფინბარი ბარი ფლადი, რომელიც მესტიის მუზეუმში წარუძღვება მრგვალ მაგიდას და წაიკითხავს საჯარო ლექციას. მუზეუმების მენეჯმენტის პროგრამის მესამე სტუმარია მოდის დიზაინერი, დეკანის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი, კომპანია Shameeza Embroideries inc პრეზიდენტი შამინა ტალიახანი. მისი კომპანია, უკვე რამდენიმე ატეული წელია ინდოელი ხალხური ოსტატების ხელით ნაქარგობისა და ძვირფასი ქვებით მოოჭვილ დეტალებს ქმნის ისეთი ცნობილი მაღალი მოდის სახლებისთვის, როგორიცაა ვალენტიო, კრისტიან დიორი , რალფ ლორენი, კავლინ კლაინი, ანა კლეინი. შამინა ტალიახანი საჯარო ლექციას გამართავს, სადაც თავის მოღვაწეობასა და კარიერაზე ისაუბრებს. საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სემინარებში მონაწილეობა კი შეზღუდულია და მოითხოვს ინგლისური ენის კარგ ცოდნას. სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა თანამედროვე ხელოვნების ჩართვა ტრადიციული ხელოვნების მუზეუმების ექსპოზიციებში. ჰუმანიტართა როლი მუზეუმებში, მათი მნიშვნელობა და ზემოქმედება, რათა გაიზარდოს დამთვარიელებელთა რიცხვი ტრადიციულ მუზუემებში.
ტექნოლოგიები და მუზეუმი; დამთვარიებელთა სპექტრისა და რაოდენობის გაზრდა-როგორ ცვლილებას ახდენს ეს მუზეუმის მისიაზე; მუზეუმების საქართველოში მათი დამახასიათებელი ნიშნები და გამოწვევები ევროპულ და ამერიკული მუზეუმებთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები