გიორგი კვირიკაშვილი ცისანა ტატიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სოპრანოს ცისანა ტატიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი სოპრანოს ცისანა ტატიშვილის გარდაცვალების გამო.
ცისანა ტატიშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება იყო, მისი დახვეწილი საშემსრულებლო მანერა აღაფრთოვანებდა არა მარტო ქართველ მსმენელს, არამედ უცხოეთშიც მრავლად ჰყავდა თაყვანისმცემლები. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები