„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“-ის ანგარიში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ განაგრძობს არჩევნების პროცესებზე დაკვირვებას და პერმანენტულად გვაწვდის ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო გარემოს შესახებ. დღეს, ICDI-ის გვერდზე არსებულმა ინფორმაციამ მიიპყრო ჩვენი სააგენტოს ყურადღება და გვსურს, თემით დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია, საუბნო და საოლქო კომისიებში 20-21 სექტემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ.
„ნიშანდობლივია, რომ ა(ა)იპ“დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ICDI 17 კვალიფიციური გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიას: კახეთში, მცხეთა-მთიანეთში; თბილისის – მთაწმინდისა და კრწანისის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. არასამთავრობო ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ, განხორციელებული მონიტორინგის და შემდგომში, მათ მიერ, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევის პროცესი წარიმართა ექსესების გარეშე, გამჭირვალე გარემოში, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით.“ – გვატყობინებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერი კაპანაძე
თუმცა, ყურადსაღებია ის გარემოებები, რომ დაკვირვების მომენტში ორგანიზაციამ აღმოაჩინა გარკვეული გადაცდომებიც, რომელიც აღწერილია ICDI-ის ანგარიშში:
ü 7 უბანზე, N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N3, N4, N11 და N13 უბნებზე, N9 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N9 უბანზე, N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 უბანზე, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის N28 უბანზე, სხდომა დაიწყო დაგვიანებით (დაგვიანების საშუალო ინტერვალი – 1-2 საათის შუალედი).
ü 1 უბანზე „ICDI-ის დამკვირვებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N6 უბანი არ გაიხსნა. აღნიშნული ინფორმაცია დამკვირვებელმა გადაამოწმა ოლქის თავმჯდომარესთან, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა; მიზეზი – კომისიის წევრთა არ გამოცხადება იყო, სულ გამოცხადდა 4 წევრი.“;

ü 4 უბანზე, კერძოდ, N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N4, N3, N11 და N13 უბანებზე, დაფიქსრიდა შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სახელდებოდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ყველა შემთხვევაში იღებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭირო ხმების რაოდენობას. მაღალი კონკურენტური საარჩევნო გარემოსათვის სასურველი იქნებოდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ყოფილიყო ერთზე მეტი კანდიდატურა.
ü 1 უბანზე, კერძოდ, N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის N11 უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილი პირია, კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევისას, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. სხდომის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა განსხვავებული აზრი, სხდომის დამთავრებისას, ზემოთ აღნიშნულმა პირმა თავმჯდომარეს წარუდგინა წინასწარ დაწერილი განსხვავებული აზრი, რომლის დართვასაც ითხოვდა ოქმისათვის.
ü თითქმის ყველა უბანზე, ზოგადი შეფასებით დამკვირვებელთა მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეინიშნება გენდერული დისბალანსი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის, სადაც უმეტესად ჭარბობენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კომისიაში;
ü 1 უბანზე, N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პარტიის ორმა წარმომადგენელმა არ იცოდა თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტიდან იყო წარდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ü 1 უბანზე, N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის N3 უბანზე, მპგ ,,ერიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევისას კენჭისყრაში მონწილეობა მიიღო, მათ საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, ხოლო განსხვავებული აზრი სხდომის მიმდინარეობისას არ გამოუთქვამს. თუმცა აღნიშნულმა პირმა სხდომის დასრულებისას, ოქმის შედგენის ეტაპზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წინასწარ დაწერილი განსხვავებული აზრი წარუდგინა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერი კაპანაძემ გვითხრა სატელეფონო ინტერვიუს დროს: „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ICDI აქტიურად აგრძელებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას და სინქრონულად წარმოადგენს ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები