დავით მათიკაშვილი დავით უსუფაშვილს პასუხობს – „კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს პასუხობს. დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ისეთი პოლიტიკოსისგან კრიტიკას ვერ მიიღებს, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
”ვენეციის კომისიის ცალსახად პოზიტიური დასკვნის ფონზე ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და სამი წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი ვერ შეიტანა კონსტიტუციაში. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და ამას ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს, რომელიც მინიმალური ხარჯებით, პოლიტიკოსების, ხალხის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ქართველი და ევროპელი ექსპერტების რამდენიმეთვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიქმნა”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისათვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც ვენეციის კომისია ცალსახად უთითებს არსებულ ტექსტში ცვლილებების აუცილებლობაზე, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა უმრავლესობას შეეჩერებინა ყველასგან დაწუნებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები