საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი საოპერო მომღერალის ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა. ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდნენ,სადაც ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ზურაბ სოტკილავას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალავენ. საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები