შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 -ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები. წყალზე მაშველები მოქალაქეებს სიტყვიერადაც აფრთხილებენ, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომ ზღვაში არ შევიდნენ, ვიდრე თეთრი ალმები არ აღიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები