ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

0
ოპერისა და ბალეტის თეატრში საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თეატრში დილიდან მიდიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწეები. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ქალაქის მერი, კულტურის მინისტრი და სხვადსხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ზურაბ სოტკილავას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობილი საოპერო მომღეარალი 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ზურაბ სოტკილავა სოხუმში 1937 წლის 12 მარტს დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1965-1974 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი.
1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ “ლა სკალაში”.
1974 წლიდან იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. მის მიერ შესრულებული გამორცეული პარტიებია – აბესალომი (ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), არზაყანი (თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის “ტრუბადური”, “ოტელო”, “ბალ-მასკარადი”, “აიდა”, “რიგოლეტო”), ხოზე (ბიზეს “კარმენი”), კავაროდოსი (პუჩინის “ტოსკა”), ედგარი (დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის “სადკო”) და სხვა. მომღერალი არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ შორის, იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი