ეკა ბესელია: ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია და ჩვენი კონსტიტუციური რეფორმის აღიარებაა

”ვენეციის კომიისიის საქმიანობას ვინც იცნობს კარგად და მის დასკვნებსაც გაცნობია, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეფასება არის დადებითი და ჩვენი კონსტიტუციური რეფორმის აღიარება“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
”ვენეციის კომიისიის საქმიანობას ვინც იცნობს კარგად და მის დასკვნებსაც გაცნობია, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეფასება არის დადებითი და ჩვენი კონსტიტუციური რეფორმის აღიარება. პროცესი იყო უნიკალური, რეფორმა არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გამაძლიერებელი, საპარლამენტი ძლიერი მოდელის საფუძვლის წინაპირობა.
რეფორმის შედეგად მივიღებთ ძლიერ ინსტიტუტებს.
მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებებისთვის, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის და ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის. ეს კომპრომისების გზაა, ეს არის ბევრის დათმობა ხელისუფლების მხრიდან და მაქსიმალურად გაბედული ნაბიჯები ამ კომპრომისული წინადადებების გაზიარებისთვის. ასეთი რამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გააკეთა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები