საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას აფასებს

0

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებებს ეხმაურება.
„ვენეციის კომისიას აქვს გამოთქმული მრავალი კრიტიკული შენიშვნა ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი ხაზი, რომელიც არის შენიშვნებში არის ის, რომ ამხელა რეფორმა, ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის მეშვეობით, რომელსაც მივყავართ კონსენსუსამდე. პროპორციული არჩევნების გადავადება იყო მთავარი წინაღობა კონსენსუსის მიღწევისათვის და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ამხელა რეფორმა განხორციელდეს, იმისათვის რომ პარლამენტი იყო პლურალისტური, იმისათვის, რომ სისტემა იყო აგებული ურთიერთგაწონასწორების და ურთიერთშეკავების პრინციპებზე არის თანხმობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც იწარმოება დიალოგის მეშვეობით.“ – აცხადებს ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი