ზაზა გაბუნია: ოპოზიციას ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის გადაფარვა სურს, რაც არ გამოვა

„ოპოზიციას ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის გადაფარვა სურს, რაც არ გამოვა“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„წავიკითხე და მოვისმინე რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვენეციის კომისიის დასკვნის ინტერპრეტირებას, რაც შეუძლებელია, რადგან ვენეციის კომისიის აზრით, “ქართული ოცნების” დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს და კომისია მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ეს არის დასკვნის მთავარი და შემაჯამებელი სიტყვა და ამის გადაფარვა არ გამოვა, რადგან ეს ფრაზა ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მათ შორის იმას რომ კონსტიტუციის პროექტის კრიტიკოსები იყვნენ უკიდურესად არაგულწრფელნი საკონსტიტუციო პროცესთან მიმართებაში და ატეხილი ჰქონდათ ცრუ განგაში. ის რომ ბოლო თვეების მანძილზე ცრუ განგაშით იყვნენ დაკავებული, ისიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას და უშიშროების საბჭოს გაუქმებას ქვეყნის დემოკრატიის დასამარებად აღიქვამდა და ვარაუდობდა პრეზიდენტი და ოპოზიცია და აღმოჩნდა, რომ იტყუებოდნენ, რადგან ვენეციის კომისიას ორივე ნორმა მისაღებად და მართებულად მიაჩნია.
ახლა უკვე ცდილობენ ცრუ განგაშის ახალი სეზონის ახალი სერია ვენეციის კომისიის მათ მიერ ინტეპრეტირებული დასკვნით წარმართონ ადამიანები მშვენივრად არჩევენ რომელია კარგი დასკვნა და რომელი ცუდი. მაგალითად, ცუდია 2010 წლის დასკვნა, სადაც არათუ კონსტიტუციის ნორმები, არამედ ისიც კი გააკრიტიკეს რომ საყოველთაო განხილვა კარიკატურულად ჩაატარეს. ხოლო, კარგია ჩვენს პროექტზე მომზადებული დასკვნა, რადგან კომისია ამბობს, რომ რეფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს და მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს“ – აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები