მაია ბითაძე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა. მაია ბითაძემ გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში ატომური ენერეგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული დახმარებისთვის, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ექსპერტული ცოდნით მხარდაჭერას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა წარმოადგენს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების ძირითად წყაროს. შესაბამისად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოჩენილი ინტერესი, გააფართოვოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა 2018-2021 წლებისთვის, დამატებით შესაძლებლობას ქმნის ქვეყნისათვის.
თავის მხრივ, აესს-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას დაუდასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და ინტერესი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართ. საქართველოს დელეგაციას, კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ჩანიშნული აქვს შეხვედრები საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები