დავით ჭიჭინაძე: ვცდილობთ, იმუნიტეტი ქვეყანაში სულ რამდენიმე პირს შეუნარჩუნდეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს რად უნდათ იმუნიტეტი ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ბანკის პოზიციიდან გამომდინარე მათ სამუდამო კომფორტის მიღების გარანტიები სჭირდებათ.
“ამ ქვეყანაში, სადაც კი რაღაც საბჭო შეიქმნება ყველს იმუნიტეტი ვერ მიენიჭება, იმუნიტეტი ვცდილობთ, ქვეყანაში სულ რამდენიმე პირს შეუნარჩუნდეს. გაუგებარია, რის ჩადენას აპირებენ ეს ადამიანები, რომ ასე დაჟინებით ითხოვენ იმუნიტეტს. მათ არ სჭირდებათ იმუნიტეტი და არა მარტო მათ, დეპუტატებსაც არ სჭირდებათ იმუნიტეტი. და ამ ინიციატივით გამოვალთ ალბათ და ამას დიდი წინააღმდეგობა არ ექნება, რადგან პარლამენტარები ისედაც ხალხის რჩეულები არიან და ზედმეტი დაცვის მექანიზმები არა საჭირო”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები