საერთაშორისო მისიებს 2017 წლის არჩევნების დადებითი მოლოდინი აქვთ

საზოგადოებრივი კამპანიის „ვაკვირდები“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა ეუთოს ადამიანური განზომილების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, მათ შორის იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ომერი ფიშერი.
შეხვედრის მსვლელობისას აგიტ მირზოევმა გააცნო ომერი ფიშერს წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარე საკითხები. საუბარი, ასევე შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და კამპანია „ვაკვირდების“ საარჩევნო პროცესებზე და უშუალოდ არჩევნებზე მონიტორინგის გეგმებს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გამოთქვამს იმედს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონკურენტუნარიან გარემოში და ადმინისტრირებული იქნება, ისე რომ დაცული იყოს კანდიდატების და ამომრჩეველთა უფლებები, ასევე იმედოვნებს, რომ დაცული იქნება გამჭვირვალობის პრინციპი. საზოგადოებრივი კამპანია „ვაკვირდები“-ს წევრები სრულიად იზიარებენ აღნიშნულ მოლოდინს და მოუწოდებენ ყველა მსურველ-მოქალაქეს შემოუერთდნენ კამპანიას, რათა ერთად დავაკვირდეთ არჩევნებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები