პრემიერის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 100 ათასზე მეტი გლეხი და ფერმერი იღებს დახმარებას

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი გლეხი და ფერმერი იღებს დახმარებას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, რითაც სარგებელმა ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარადგინის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, სამაგრელოს სოფლის მეურნეობა დიდი ზიანი მიაყენა აზიურმა ფარსანამ. პრემიერის აზრით, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში გაიხსნა 22 ახალი წარმოება და გაფართოვდა 37 არსებული წარმოება. მათი ჯამური ინვესტიცია 27 მილიონ დოლარზე მეტია. მე კარგად ვიცი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა წელს სამეგრელო იმის გამო, რომ თქვენი მოსავალი სერიოზულად დააზიანა აზიურმა ფაროსანამ. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის მაღალ რისკიანი დარგი. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებელს მოვერევით, ისევე როგორც თავის დროზე სხვა მავნებლებს, როგორიც იყო ამერიკული პეპელა და სხვა.
ამ პრობლემის გადაჭრასაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი – ყველას ძალების მობილიზება. ამ საქმეში ჩვენ ჩავრთეთ ავიაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გავუმკლავდეთ მას. ფართობები ამჟამად მუშავდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების – ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის და მაღალი ეფექტურობის პრეპატებით. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და საერთო მობილიზება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევუტიოთ, რათა რეალური შედეგი დადგეს და უკვე წელს ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ პრობლემა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის”, – აღნიშნა მტავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები