პრემიერმა მოსახლეობას 21 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
“კიდევ ერთხელ მოგვიწევს ერთად დაფიქსირება ჩვენი ნების, თუ რა გზას ვირჩევთ ჩვენ, თუ ვის ვანდობთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის, სოფლის მომავლის შენებას. სწორედ ამიტომ, 21 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მოგვიწევს საარჩევნო უბანზე მისვლა და ამ ნების გამოხატვას. მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ოთხი არჩევნები გავიარეთ ღირსეულად და ამ წლების განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ჩვენ ქვეყანაში მოიტანა სტაბილურობა, ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დავისახეთ მთავარ პრიორიტეტად – თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ჩვენი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა. სწორედ ასეთად ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა ავირჩიეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები