გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იქნებიან:
1. ზუგდიდი – ლაშა გოგია;
2. ხობი – გოგი ქაჯაია;
3. სენაკი – ლევან კუპრეიშვილი;
4. აბაშა – ლევან მაკალათია;
5. ჩხოროწყუ – დათო გოგუა;
6. მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა;
7. წალენჯიხა – ბესიკ ფარცვანია;
8. ფოთი – გოჩა კურდღელია;
9. მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მერობის კანდიდატები 12 სექტემბერს, ხოლო გურიის მერობის კანდიდატები 10 სექტემბერს წარადგინა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატები წარადგინა თბილისში, კახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები