პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მთავარ ექსპერტებს – ჯონათან კატცს და სტივენ კილს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკასა და საგარეო კურსზე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გერმანიის მარშალის ფონდის მთავარ ექსპერტებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გაგრძელების კუთხით გათვალისწინებული გეგმები გააცნეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები