სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი იური ნიკიფოროვი გარდაცვლილი იპოვეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი იური ნიკიფოროვი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 33 წლის ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეუღლემ მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში იპოვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადასვენებული.
მედიაში გარდაცვალების რამდენიმე ვერსია ვრცელდება. წერენ იმაზე, რომ იური ნიკიფოროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნიკიფოროვი სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორად 2014 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები