შს მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ხანძრების ლიკვიდაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შს მინისტრმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ორ ქვეყნის სამართალდამცავ უწყებების შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები