თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
 
„ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის, დოდაშვილის I ჩიხის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკირორაიონის II კვარტლის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, „ორთაჭალის ტურფას“ უბნის მიმდებარე ტერიტორიის, ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის, ჯავახეთის, გიორგი ნადარეიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ბერი გაბრიელ სალოსის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, ბოლნისის, საექიმოს, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, მანავის, გრიგოლ აფშინაშვილის, ლერწმის, ჩკალოვის, არტურ ლაისტის, მიხეილ აბრამიშვილის, მალხაზის, ჰოსპიტალის და დარსიჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ალგეთის, სოღანლუღის, ტაბახმელას, ხონელის, გორგასალის, გრიშაშვილის, ხარფუხის, ცურტაველის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სიმონ ჩიქოვანის, ჭიათურის, კოსტავას, გურამ ბზვანელის, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, ზემო ვეძისის, ბუდაპეშტის, შალვა ნუცუბიძის და მეგრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის და გიორგი სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, ესენინის, მუხაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ორხევის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვანის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:0-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის, ქერჩის, შეშელიძის, თემქის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია თელასის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები