სააკაშვილის მხარდამჭერს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ლვოვის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ივანო ფრანკოვსკში მცხოვრებ 39 წლის მამაკაცს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: პირის საზღვარზე უკანონო გადაყვანა, მესაზღვრეებზე ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევა.
10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები