თენგიზ შერგელაშვილი: დიდ დიღმის მაცხოვრებლებს საუბნო ადმინისტრაცია ექნებათ

„პირველი რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება პირდაპირი კომუნიკაცია მერიასთან“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაცია ექნება. საუბნო ადმინისტრაციები ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან მოქალაქეებს და მათ არ მოუწევთ მერიაში სიარული. „თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს.

მერია უნდა გახდეს ანგარიშვალდებული მოქალაქის წინაშე. დღეს მერია ანგარიშვალდებულებას სუს-ის, ძალოვანი უწყებების და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ გრძნობს და დისტანცირებულია მოქალაქისგან. პირველი რასაც გავაკეთებთ იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია. ყველა მაცხოვრებელს საუბნო ადმინისტრაციაში ეყოლება პირადი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოემსახუროს და დაეხმაროს მოქალაქეს დროულად გადაჭრას ის საკითხი, რისთვისაც მერიას მიმართა“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა. „შენების მოძრაობამ“ დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად შორენა ბუხრაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები