კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიიდან ლადო ძნელაძე და თარაშ შურღაია იბრძოლებენ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გუნდთან ერთად გაიმარჯვებს.

მერობის კანდიდატის თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოებას პროგრამას წარუდგენს. შეხვედრაზე კალაძემ ხაზი ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ახალი გუნდი არამარტო არსებული პარკებისა და სკვერების მოწესრიგებაზე, არამედ ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზეც იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები