დიმიტრი ქუმსიშვილი: მეხანძრე-მაშველებზე პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა

​პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებზე პრემია-დანამატების გაცემის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს დამოკიდებულია უწყებებზე, ამ უწყებებს თანხები აქვთ და შესაბამისად, ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს.
„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე – რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც – ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად, ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები