უილიამ სვენსი: საქართველო საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში

“საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში”, – ამის შესახებ IFES-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ სვენსმა განაცხადა.
“ჩვენ გვერგო პატივი, ვუმასპინძლოთ კიდევ ერთ ვიზიტს ჩვენი მეგობარი საქართველოდან. საქართველოს საარჩევნო კომისია და კენჭისყრის, როგორც გადაწყვეტილების მიღებისა და საზოგადოების წინსვლის გზის გამოყენების ქართული ისტორია ისაა, რითიც ჩვენ IFES ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მისიაა, ყველა ხმა იქნას გაგონილი და დათვლილი. საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში. ეს იყო კიდევ ერთი შესანიშნავი საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესისადმი ერთგულების შესახებ”,-აღნიშნა “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის” (IFES) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ სვენსმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს მართავს კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები